ისტორია
სომხურ ბაზარზე 12 წლიანი მუშაობის შემდეგ ფარმაცევტულმა კომპანია „Tonus-Les“-მა 2012 წლის 29 მაისს დაიწყო წარმომადგენლობითი საქმიანობა საქართველოში.
ამჟამად „Tonus-Les Georgia“ ერთ-ერთი სერიოზული და წარმატებული კომპანიაა ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის. მოკლე პერიოდში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქართველი მომხმარებლის ნდობა და ჩამოაყალიბეს პარტნიორული ურთიერთობა კომპანიებთან : PSP , GPC , ABC pharm, Aversi. „Tonus-Les Georgia“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია „Tonus-Les“-ის ჯაჭვური საქმიანობის.
ფარმაცევტული კომპანია „Tonus-Les“ შეიქმნა 2000 წელს. 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად მან შეძლო განსაკუთრებული ადგილი დაემკვიდრებინა სომხეთის ბაზარზე. კომპანია არის ერთ-ერთი ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელი სომხეთში არსებულ მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.
კომპანია „Tonus-Les“-ი ყოველდღიურად აფართოებს მისი საქმიანობის არეალს. დღეს კომპანია მუშაობას რვა სფეროში, კერძოდ: წარმომადგენლობითი ოფისი, საბითუმო და საცალო გაყიდვის მედიკამენტები, სააფთიაქო ქსელი (17 აფთიაქი, როგორც ერევანში ასევე რეგიონებშიც), კონტრაქტის კვლევის ორგანიზაცია (CRO), კონტრაქტის წარმოება , პროდუქტის სერტიფიკაციიას ორგანო, წმ. ნარეკაცის სახელობის კლინიკა “Soul, mind & body resort”, “FDA Lab” ანალიტიკური ლაბორატორია.
თავისი ისტორიის მანძილზე კომპანია ხელმძღვანელობს შემდეგი დევიზით: “Things that can be done today, should have done yesterday.” (რაც შეიძლება გაკეთდეს დღეს, უნდა გაკეთებულიყო გუშინ.)
პრიზები/სერთიპიკატები
2010 წლის ევროპული ბიზნესის სამიტის დროს , რომელიც გაიმართა ოქსფორდში , “Tonus-Les”-ს მიენიჭა საპატიო პრიზი “European Quality award”.
2014 წელს კომპანია “Tonus-Les”-ის პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანომ მიიღო აკრედიტაცია ISO/IEC 17065-2013 სტანდარტების შესაბამისად და მას გადაეცა აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი № 006 / Տ-006 (08.12.2014 - 08.12.2017), რომელიც შეტანილია საბაჟო კავშირის რეესტრში.
“FDA Lab” ანალიტიკური ლაბორატორია
2010 წელს კომპანია “Tonus-Les”-მა დაიწყო საკვებისა და წამლის ანალიზის ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც მთლიანად შეესაბამებოდა ევროპუს სტანდარტებს.
დღეს “FDA Lab”არის სომხეთში იმ ანალიტიკურ ლაბორატორიებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია ISO/IEC 17025 ANSI-ASQ ეროვნული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (ANAB).
ლაბორატორია არის კომპლექსი, რომელიც ერთ ჭერქვეშ მოიცავს ოთხ სხვადასხვა დეპარტამენტს:
- სურსათის უვნებლობის ანალიტიკური დეპარტამენტი;
- ნარკოტიკების ხარისხის და ბიოექვივალენტურობის ანალიზის დეპარტამენტი;
- თამბაქოს ანალიზის დეპარტამენტი;
- მიკრობიოლოგიური დეპარტამენტი;