GE
RU EN

TONUS - LES GEORGIA

ჯანმრთელობისა და ტონუსის გარანტია!

რემიცინი

რემიცინი

 

ანტიბაქტერიული საშუალება

 

 

შემადგენლობა:  1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ დოქსიციკლინს

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

 

დოქსიციკლინს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, ავლენს ბაქტერიოსტატულ თვისებებს. აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი, მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (ტეტრაციკლინების გარდა) რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს რიკეტსიებზე, მიკოპლაზმებზე, ქლამიდიებსა და ზოგიერთ უმარტივესზე. არ მოქმედებს პროტეუსის შტამების უმრავლესობაზე, სოკოებზე, მცირე და საშუალო ვირუსებზეპრეპარატი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან; დოზის მიხედვით თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 18-24 საათის განმავლობაში. პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდი – 12 -  22 საათია.

 

გამოყენების ჩვენებები:

 

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

 

  • სასუნთქი გზების ინფექციები - მათ შორის ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ტრაქეიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა
  • ლორ ორგანოების ინფექციები - მათ შორის ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, ფერიმჭამელური
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები - ცისტიტი, პიელონეფრიტი, ბაქტერიული პროსტატიტი, ურეთრიტი, ურეთროცისტიტი, უროგენიტალური მიკოპლაზმოზი; ენდომეტრიტი, ენდოცერვიციტი და სალპინგოოფიორიტი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში; მათ შორის ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით; უროგენიტალური ქლამიდიოზი, პირველადი და მეორადი სიფილისი, გაურთულებელი გონორეა (როგორც ალტერნატიული თერაპია), საზარდულის გრანულომა, ვენერიული ლიმფოგრანულომა
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლერა, იერსინიოზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, გასტროენტეროკოლიტი, ბაცილარული და ამებური დიზენტერია, “მოგზაურთა” დიარეა)
  • ტიფი, ბრუცელოზი, რიკეტსიოზი, ოსტეომიელიტი, ტრაქომა, ქლამიდიოზი, ტროპიკული მალარია, ქოლერა, ლეპტოსპიროზი

 

კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:

 

  • თვალის ინფქციური დაავადებები -  ტრაქომა
  • ორნიტოზი, ციმბირის წყლული (მათ შორის ფილტვის ფორმა), ბარტონელეზი, გრანულოციტარული ერლიხიოზი, ყივანახველა, ბრუცელოზი, ოსტეომიელიტი, სეფსისი, ქვემწვავე სეფტიური ენდოკარდიტი, პერიტონიტი

 

ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა

 

გვერდითი მოვლენები:

 

შესაძლებელია მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, კუჭისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთება.

შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები, კანის ან კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების ალერგიული შეშუპება.

სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ შესაძლებელია სისხლის ფორმულის შეცვლა.

პრეპარატი იწვევს კანის ჰიპერმგრძნობელობას ულტრაიისფერი დასხივების მიმართ, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლას.

გვერდითი მოვლენების ან სხვა რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართ ექიმს და იკითხეთ თუ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება.

 

უკუჩვენებები:

 

მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი,
12 წლამდე ასაკი, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, პორფირია

 

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

 

ექიმის დანიშნულებით ინიშნება შემდეგი სქემის მიხედვით:

სტანდარტული დოზა მოზრდილებსა და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკიდან და 45 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში: 200მგ (2 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ (1ტაბლეტი)  დღეში. დოზირება და ხანგრძლივობა სხვადასხვა დაავადებების დროს შეიძლება იყოს განსხვავებული.

 

გამოშვების ფორმა:

 

10 ტაბლეტი შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

 

მწარმოებელი:  „REMEDICA” LLC, კვიპროსი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით)

 

 


პარტნიორები

დაარსდა
2000 წელს
ერევანში

საერთაშორისო
ჯილდო 2010
"European Quality"

ოფიციალური
წარმომადგენლობა
2012წ. საქართველო

ლაბორატორიული
კომპლექსი 2012
"FDA Lab"

სერტიფიკაციის
ორგანო 2014
საბაჟო კავშირი

საერთაშორისო
აკრედიტაცია
2015 ANAB

წმ. ნარეკაცის
სამკურნალო ცენტრი
2016

საქმიანობის
სფერო
2016

ფარმაცევტული
კომპანია
2017